03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
აშშ-ში მოსალოდნელი შტორმის გამო 6 ათასი რეისი გადაიდო

ამერიკის ექვს შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის მიზეზი გახდა შტორმი სახელად ”ჯუნო”, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს და იქ მცხოვრებ 60 მილიონამდე ადამიანს ემუქრება.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ძლიერი ქარი და თოვლია მოსალოდნელი. ზოგიერთ რაიონში თოვლის საფარის სიმაღლემ, შესაძლოა მეტრ-ნახევარს მიაღწიოს.

შტორმის მოახლოების გამო რეგიონში უკვე სატრანსპორტო პრობლემა შეიქმნა. გადაიდო 6 ათასამდე რეისი. ნიუ-იორკში დაიხურა რკინიგზა და მეტროს სადგურები, არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

დღის ამბები