17 მაისი 2024,   13:39
ვრცლად
ე.წ. კახური კლანი და ელიტური კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინება

საქართველოს ყოფილი პრემიერის გარემოცვას და აჭარის გზების დეპარტამენტის ოჯახს თურქული კომპანია მათი თანხის მითვისებაში ადანაშაულებს. თურქეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი, ნინო ტიგინაშვილი, ამტკიცებს, რომ მას ფულის კახურ კლანის გავლენიანმა მეთაურებმა წაართვეს.

2014 წელს ბიზნესმენს აჭარის გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ სიხარულიძე და მისი მოადგილე, ნუგზარ-მინდია ღლონტი, დაუკავშირდნენ და გონიო-სარფის დამაკავშირებელ გზაზე 4-მილიონიანი პროექტის განხორციელება შესთავაზეს.

კონტრაქტის დადების წინაპირობა კი აჭარის გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის დისშვილის კომპანიასთან ნიუ როუდი პარტნიორობა იყო. თუმცა, მოგვიანებით, ნიუ როუდმა შესყიდული მასალების სანაცვლოდ, 357 ათასი ლარი თურქულ კომპანიას აღარ გადაუხადა.

თურქულმა კომპანიის ქართველ მფლობელზე ხელისუფლების მაღალჩინოსნების სახელით მუქარა დავალიანების დაფარვის მოთხოვნის შემდეგ დაიწყო. ნინო ტიგინაშვილმა სასამართლოში იჩივლა. თუმცა, მისი უფლებადამცველი პარალელურად ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატიც იყო, ანუ იმ ადამიანის, ვინც, შესაძლოა, ფულის წართმევის სქემის უკან იდგა.

ბიზნესმენი, რომელიც ამტკიცებს, რომ ფული კახურმა კლანმა წაართვა, ახლა სასამართლოში დაობს. ირწმუნება, რომ მას გაჩუმებას კრიმინალური ავტორიტეტები აიძულებდნენ, თუმცა უკან დახევას არ აპირებს.

დღის ამბები