06 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
ბრაზილიაში მოდის კვირეული გაიხსნა

ბრაზილიაში მოდის კვირეული გაიხსნა. ჩვენებები სან-პაულუს საგამოფენო ცენტრში იმართება. კვირეულში ცნობილი ბრაზილიური ბრენდები მონაწილეობენ, რომლებიც უახლეს საზაფხულო კოლექციებს წარადგენენ.

პირველი დღე "ოსკ-ლენის" კოსტიუმების ჩვენებას დაეთმო. დიზაინერმა თემად ცნობილი ბრაზილიელი მხატვრის ნამუშევრები შეარჩია. ქსოვილებზეც მისი ნახატები იყო გამოსახული.

საზაფხულო კაბების გარდა, პოდიუმზე საცურაო კოსტიუმების ახალი კოლექციის პრეზენტაციაც შედგა.

დღის ამბები