17 მაისი 2024,   12:23
ვრცლად
თუკი ეს არ მოსწონს ოპოზიციას, ეს მათი პრობლემაა - თეა წულუკიანი რუსეთისთვის გაგზავნილ დახმარების ნოტაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, მთავრობის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ ნოტაზე, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში დასახმარებლად, საუბრისგან თავს იკავებს და ფიქრობს, რომ მინისტრების დაბარება პარლამენტში საჭირო არ არის.

თეა წულუკიანი ნაციონალური მოძრაობის  ხელისუფლებაში ყოფნის დროს, აგვისტოს ომში დაკარგულ ტერიტორიებზე საუბრობს და აცხადებს, რომ უმჯობესია, ოპოზიციის წევრებმა მათი ყოფილი მაღალჩინოსნები დაიბარონ. იუსტიციის მინისტრის აზრით, წინა ხელისუფლებამ რუსეთს ხელი შეუწყო ტერიტორიების მიტაცების პროცესში.

„ალბათ, უმჯობესი იქნება ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი ყოფილი მინისტრები დაიბაროს პარტიის ოფისში და მოკითხოს პასუხი და უმაღლესი ხელისუფლების პირები, რომლებმაც დაკარგეს ტერიტორიები სწორედ იმ ავბედითი ომის დროს, 2008 წელს. ამ მთავრობამ მოახერხა ის, რომ არ არის ადამიანური დანაკლისი, რომ იქ სოფლებს საფრთხე რაც ემუქრებოდა, იქნა თავიდან აცილებული. ეს არის სწორედ ამ მთავრობის, პრემიერმინისტრის და თითოეული მაშველის დამსახურება. თუკი ეს არ მოსწონს ოპოზიციას, ეს მათი პრობლემაა. მეც არ მომწონს ის, ისევე, როგორც ჩვენს საზოგადოებას, რომ სწორედ მათ, ოკუპანტს ხელი შეუწყვეს იმაში, რომ მახეში გაბმულიყვნენ და ტერიტორიები დაეკარგათ,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის ნოტის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ დაადასტურა.

ამავე თემაზე
დღის ამბები