17 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ უნდა მოხდეს არც მმართველი და არც ოპოზიციური პარტიების მიერ - თეა წულუკიანი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიასა და 8 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მემორანდუმი გააფორმა, წინასაარჩევნო აგიტაციასა და ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით.

მემორანდუმზე ხელმომწერები საარჩევნო კანონმდებლობაში კონკრეტული მუხლების ერთგვაროვან განმარტებაზე ეთანხმებიან.

მემორანდუმზე ხელმოწერა და მიერთება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებსაც შეუძლიათ. 

„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ უნდა მოხდეს არც მმართველი პარტიის მიერ და არც ოპოზიციური პარტიების მიერ, რომლებიც შეიძლება, რომელიმე თანამდებობაზე არიან, მიუწვდებათ ადმინისტრაციულ რესურსზე ხელი და არიან ამჟამად თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატები,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

 

დღის ამბები