17 მაისი 2024,   13:40
ვრცლად
იმ პოზიციით თუ იწყებ, რომ შენ საუბარზე არ წახვალ, თუკი არ შესრულდა შენი ულტიმატუმი, ეჭვის საფუძველს ქმნის - გია ვოლსკი

„იმ პოზიციით თუ იწყებ, რომ შენ არავითარ საუბარზე არ წახვალ, თუკი არ შესრულდა შენი ულტიმატუმი, ეს ეჭვების საფუძველს ქმნის იმისა, რომ ოპოზიციას მოლაპარაკება ამ შემთხვევაში არ აწყობს,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან კონსულტაციების გამართვაზე გააკეთა.

ვოლსკიმ ოპოზიცია გააკრიტიკა. 

„არის რამდენიმე, შედარებით, დიდი და პატარა პარტია, რომლებიც მიკედლებულები არიან იმისთვის, რათა პოლიტიკურ ველზე საკუთარი პოზიციები გადაარჩინონ. თუკი არა ესე, არამედ სხვანაირად არის, ჩვენ მივესალმებით და მზად ვართ დეტალებზე ვისაუბროთ, თუმცა დეტალებთან დაკავშირებით ვერაფერი გავიგეთ,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები