17 მაისი 2024,   13:39
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეის რაკეტა იაპონიის საჰაერო სივრცეში - სეულისა და ტოკიოს შეიარაღებულ ძალებში სრული მობილიზაციაა

ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის მორიგი სარაკეტო გამოცდისთვის საპასუხო ზომების ყველა ვარიანტს განიხილავს. გაეროს უშიშროების საბჭო კი საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა.

დღეს პირველად ჩრდილო კორეული რაკეტა იაპონიის საჰაერო სივრცეში შევიდა. ჩრდილო კორეის ბალისტიკური რაკეტამ კუნძულ ჰოკაიდოს გადაუფრინა და სანაპიროდან 1100 კილომეტრის დაშორებით წყნარ ოკეანეში ჩავარდა.

ფხენიანის ქმედება საერთაშორისო გაერთიანებამ დაგმო. დონალდ ტრამპმა ჩრდილო კორეა გააფრთხილა, რომ საპასუხო ზომების ყველა ვარიანტი განიხილება. განცხადება გააკეთა სერგეი ლავროვმაც, რომელმაც ფხენიანს გაეროს რეზოლუციების შესრულებისკენ მოუწოდა.

იაპონიისა და სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებში სრული მობილიზაცია გამოცხადდა. ტოკიოსთან და სეულთან მდებარე სამხედრო პოლიგონებზე საჰაერო სწავლებები დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები