03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ სარეკლამო რეგულაციებს ეწინააღმდეგებიან

არასამთავრობო სექტორი იზიარებს ტელემაუწყებელთა შეშფოთებას, რომ ახალი სარეკლამო რეგულაციები ტელეკომპანიების ფინანსურ და სარედაქციო პოლიტიკას დიდ დარტყმას მიაყენებს.

„ეს გავლენას მოახდენს მედიების შემოსავლებზე და ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ცვლილების მიღება კვლევის ჩატარების გარეშე არ შეიძლება. ეს რეკომენდაციები, რომელიც "რუსთავი 2-მა" წარმოადგინა, არის არგუმენტირებული და ისინი გათვალისწინებული უნდა იყოს. თუკი არ იქნება გათვალისწინებული, მაშინ მათი არგუმენტები იქნება საინტერესო,” - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიუღებელია არგუმენტი, თითქოს ახალი რეგულაციების დაჩქარებულად მიღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის სავალდებულო, რადგან ასოცირების ხელშეკრულებაში ასახული 3-5-წლიანი ვადა ამ ინიციატივაში გათვალისწინებული არ არის.

 

დღის ამბები