06 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
ჰიუსტონის მახლობლად ქიმიურ ქარხანა აფეთქდა

წყალდიდობისგან დაზარებულ ტეხასის შტატში ქიმიურ ქარხანაში მოსალოდნელი აფეთქების თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

ჰიუსტონის მახლობლად მდებარე ქარხანაში ორი აფეთქება მოხდა, ადგილზე ძლიერი კვამლიც შეინიშნება.

სტიქიის გამო, ობიექტს ერთი კვირაა, არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, საცავებში კი, სადაც ქიმიური ნივთიერებები ინახება, არ მუშაობდა გამაგრილებელი სისტემა. სწორედ ამიტომ შეიქმნა აფეთქების საფრთხე და მისი პრევენცია ვერ მოხერხდა.

უსაფრთხოების მიზნით ქარხნიდან წინასწარვე გაიყვანეს პერსონალი, 2-კილომეტრიან რადიუსში კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ქარხანა ფრანგულ კომპანია არკემას ეკუთვნის, ბოლო მონაცემით, ქარიშხალმა ჰარვიმ ტეხასში 39 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები