21 სექტემბერი 2024,   07:24
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უნგრეთში

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრეთში ვიზიტისას.

მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის როლზეც უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში უნგრეთის აქტიური ჩართულობისთვის, ასევე ბუდაპეშტის მხრიდან საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის აქტიურად წამოწევისთვის.

დღის ამბები