03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
პროკურატურამ ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ საქმე აღძრა

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ საქმე აღძრა.

ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე "ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე."

დღეს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მიმართავს მთავარ პროკურატურას, დაინტერესდეს და გამოიძიოს ერთ-ერთი პატიმრის მიერ სახალხო დამცველის ოფისისთვის მიწოდებულ ინფორმაციით, რომელიც პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას, დანაშაულებრივ ქმედებას ეხება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები