03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
ეკა ყუშიტაშვილს სამსახურიდან გათავისუფლებული პოლიციელი ეცოდება

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული სკანდალური ვიდეოკადრების გამო, შესაძლოა, თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, დავით ცინარიძის, პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. 

ვიდეოში BMW X5-ის მფლობელი, მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი, პატრულის თანამშრომელს მისი გაჩერებისთვის უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს. ამასთან ერთად, ყუშიტაშვილი, არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს ურეკავს და მათთან საუბარშიც ეკიპაჟის წევრებს ლანძღავს. საუბრისას ყუშიტაშვილი ზვიად ჯანყარაშვილსაც ახსენებს. 

"ჯანყარაშვილსაც ვუთხარი და მითხრა, რომ, თუ კიდევ გაგაჩერებენ, მე მითხარიო," - ამბობს ყუშიტაშვილი ვიდეოჩანაწერში. 

მოგვიანებით ყუშიტაშვილი "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის არ იცნობს დავით ცინარიძეს და ის იტყუებოდა. 

თუმცა, დღეს გავრცელებულ ვიდეომასალაში ისიც ჩანს, თუ  როგორ მიდის ეკა ყუშიტაშვილის საბუთებით საპატრულო პოლიციის თანამშრომელი თავის მანქანასთან და საოპერატოროს უკავშირდება. მას 13 ნომერი რაციიდან პასუხობენ, რომლითაც ხელმძღვანელი პირები სარგებლობენ. რაციაში ისმის, რომ იქ მომხდარის შესახებ უკვე საქმის კურსში არიან.

არსებული ინფორმაციით, პატრულის თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, გიორგი ჯღარკავაა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები