03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
"ივანიშვილი თავხედურად გასცემს გარანტიებს, ვის დაიჭერენ და ვის არა," - გივი თარგამაძე

"ნაციოანლური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე, დარწმუნებულია, რომ სამთავრობო ცვლილებები მომავალშიც გაგრძელდება.

ამის შესახებ მან გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა და თქვა, რომ მთავრობა "საკუთარ უნიათობას" საკადრო ცვლილებებით ფარავს.

"ივანიშვილი ეცდება, რომ ბოლომდე შეაზილოს ამ ლარის კურსის ვარდნა და საკუთარი უნიათობა მთავრობასა და ირაკლი ღარიბაშვილს," - ამბობს თარგამაძე. 

გივი თარგამაძე დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი სიტუაციას სერიოზულ საზოგადოებრივ დაპირისპირებამდე მიიყვანს. 

თარგამაძე ამბობს, რომ გამოსაძიებელი საქმეების ბიძინა ივანიშვილის კონტროლიდან გათავისუფლება მხოლოდ საპარლამენტო კომისიის შექმნით არის შესაძლებელი.

"ივანიშვილის თავხედურად გასცემს გარანტიებს, ვის დაიჭერს და ვის არა,"  - ამბობს თარგამაძე. 

 

დღის ამბები