03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
"საქმე გირგვლიანი2" - რა საკადრო ცვლილებებს აკრიტიკებს ზაზა ხატიაშვილი?

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გადაცემა "არჩევანში" ხელისუფლებას საკადრო პოლიტიკას უწუნებს და ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს პატიმრების წამებაში დამნაშავე ქობალიას დაწინაურების ფაქტს აკრიტიკებს.

ხატიაშვილის თქმით, მან სტრასბურგში მოიგო საქმე "დვალიშვილი საქართველო წინააღმდეგ", სადაც საუბარი იყო მერაბიშვილის მინისტრობის დროს ნაწამებ დვალიშვილზე. საქმის მთავარი დანაშავე ქობალია კი, ხატიაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრობის დროს პოლიციის სამმართველოს უფროსად დანიშნა. 

"მე მივწერე ივანიშვილს და ვუთხარი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად არ შეიძლებოდა, დარჩენილიყო ღარიბაშვილი, რომელმაც მაღალ თანამდებობაზე დანიშნა კაცი, რომელსაც ჩადენილი ჰქონდა დანაშაული "გირგვლიანი2". ივანიშვილმა კი მიპასუხა იმით, რომ ღარიბაშვილი პრემიერად დანიშნა," - ამბობს ხატიაშვილი.

 

დღის ამბები