20 მაისი 2024,   11:14
ვრცლად
ენმ-ის წევრის, კოტე იოსელიანის, შტაბს თავს დაესხნენ

ნაციონალური მოძრაობის წევრის, კოტე იოსელიანის, შტაბს თავს დაესხნენ. უცნობმა პირებმა ოფისის ფანჯარას აგური ესროლეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, შტაბის წევრები აღნიშნავენ, რომ ეს ბოლო ორ დღეში თავდასხმის მეორე შემთხვევაა. პირველა უცნობმა პირებმა ოფისში ბოთლი შეაგდის, რომელიც ერთ-ერთ ადამიანს სახეში მოხვდა.

თავად კოტე იოსელიანი კი მოხდარში ქართულ ოცნებას ადანაშაულებს და სამართალდამცავებს მომხდარი ინციდენტის სრულფასოვანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები