03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
"სამართალმა პური ჭამა, მაგრამ არა ნებით, არამედ იძულებით," - სოსო ცისკარიშვილი კვიციანზე

არასამთავრობო ორგანიზაცია "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის პატიმრობიდან შესაძლო გათავისუფლებას სწორ, მაგრამ დაგვიანებულ გადაწყვეტილებად აფასებს.

"კვიციანის გათავისუფლების გადაწყვეტილება, რასაკვირველია, დაგვიანებულია, მაგრამ ამით ნამდვილად თავიდან აიცილა ხელისუფლებამ კიდევ სხვა მიმართულებიდან წამოსული სიძულვილის ტალღა. სამართალმა პური ჭამა, მაგრამ არა ნებით, არამედ იძულებით," - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანთან საპროცესო გარიგება უკვე გაფორმებულია და დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ მას დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ.

პოლკოვნიკი ემზარ კვიციანი 2006 წლიდან შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებასა და სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით იძებნებოდა. გასული წლის 28 თებერვალს ის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამართალდამცველებმა კვიციანი აეროპორტში დააკავეს. ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ კი მას 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დღის ამბები