03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
ახალი გარემოებები იური ვაზაგაშვილის საქმეში

პროკურატურაში დღეს ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი დაიბარეს. როგორც პროკურატურიდან გამოსულმა ადვოკატებმა განაცხადეს, არსებობს ახალი გარემოება, რომლითაც გამოძიება უნდა დაინტერესდეს. პარალელურად ოჯახი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის დასრულებას ელოდება.

„პროკურატურასთან სრული თანამშრომლობა მიდის და კეთდება მაქსიმალურად ყველაფერი, რათა საზოგადოებას სრულყოფილი სურათი წარმოვუდგინოთ, რა მოხდა და როგორ მოხდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა,“ - ამბობს ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი,  გაგი მოსიაშვილი.

მოსიაშვილი ასევე დარწმუნებულია, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე უახლოეს დღეებში გაიხსნება.

დღეს პროკურატურამ ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეც, დაკითხა, რომელმაც დღეს პრესკონფერენციაზე მკვლელობის თავის ვერსიაზე ისაუბრა.

მამუკა არეშიძე ამბობს, რომ მასაც აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სავარაუდო მკვლელმა საქართველოს ტერიტორია დატოვა.

„ეს იყო ვერსიის დონეზე ნათქვამი და ამან პროკურატურის  ბუნებრივი დაინტერესება გამოიწვია, თუ რა ინფორმაციას ვფლობდი,“ - აცხადებს მამუკა არეშიძე.

დღესვე პროკურატურა კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე აწარმოებდა დაკითხვას. ჩვენება ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, მისცა. სახალხო დამცველის გუშინდელი განცხადების საფუძველზე პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები