03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
ივანიშვილი ისევ "რუსთავი 2-ს" აკრიტიკებს

"რუსთავი 2" დღეს აგრძელებს სიცრუის მანქანის როლში ყოფნას, აგიტაციას უკეთებს და პროპაგანდას უწევს "ნაციონალურ მოძრაობას," - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

ივანიშვილმა ინტერვიუში დიდი დრო "რუსთავი 2-ის" კრიტიკას დაუთმო და იმედი გამოთქვა, რომ მისი გადაცემებით ის შეცვლის მედიასივრცეში არსებულ თამაშის წესებს.

"ყველაზე ძლიერი მედიასაშუალებები ოპოზიციის ხელშია და პირდაპირი მნიშვნელობით "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციას ახდენს. მათი აგიტაცია კი არის სიცრუე, რომ მთავრობა არის უუნარო და ცუდი. მე მაქვს დიდი იმედი, რომ შეიცვალოს დღეს არსებული თამაშის წესები. "რუსთავი2" კარნახობს დღეს დღის თემებს და წესრიგს. აი, ამ პატარა პროექტით მე შევეცდები, რომ მედიასივრცე არ დავაზარალო და ამ დროს საზოგადოებას მიეწოდოს, რაც რეალურად სჭირდება მისი განვითარებისთვის," - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ყოფილმა პრემიერმა ასევე ილაპარაკა საკუთარ მედიაპროექტებზე. ივანიშვილი დოკუმენტური ფილმების გადასაღებად ემზადება, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკას დაეთმობა. 

აღნიშნულის გარდა, ყოფილი პრემიერის თქმით, დაგეგმილია "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობაზე მრავალსერიიანი მხატვრული ფილმის გადაღებაც, რომელსაც "9 + 1" ერქმევა და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდის ანალიზს დაეთმობა. 

ამასთან, მას არც არასამთავრობოების საქმიანობა მოსწონს და ამბობს, რომ ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის და კახა კოჟორიძის საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევაზე მუშაობს. 

 

დღის ამბები