03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
არასამთავრობო სექტორი უზენაესი სასამართლოს კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდაომარის კანდიდატის შესარჩევად უახლოს დღეებში დაიწყებენ კონსულტაციებს არასამთვრობო ორგანიზაციები.

მათი თქმით, ამ ეტაპზე სავარაუდო კანდიდატები არ ჰყავთ შერჩეული. თუმცა, კონსულტაციების შედეგად, შესაძლოა, რამდენიმე კანდიდატზე შეჯერება მოხერხდეს.

საია კანდიდატის წარდგენას არ გეგმავს. თუმცა ორგანიზაციის თავმჯდომარის ანი ნაცვლიშვილის განცხადებით, საია აპირებს, ყურადღებით მიადევნოს თვალი კანდიდატის შერჩევისა და დასახელების პროცესს, რათა ეს ყველაფერი წარიმართოს გამჭვირვალედ და დემოკრატიული პრინციპების დაცვით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო,” ასევე „სამოქალაქო განვითარების სააგენტო”  მზად არიან კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღონ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა” დამოუკიდებლად კანდიდატის წარდგენას არ აპირებს. ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დავიწყებთ კონსულტაციებს და იმ შემთხვევაში, თუ შევთანხმდით ერთ კანდიდატზე, მას აუცილებლად წარვუდგენთ პრეზიდენტს,” - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები