03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
სამართლიანობის აღდგენას ხშირად ათწლეულები სჭირდება, - დავით სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას სამართლიანობის აღდგენის თაობაზე იზიარებს და აცხადებს, რომ ეს მართლაც ის რთული პროცესია, რომელიც რამდენიმე დღეში ვერ მოგვარდება და ამას ისტორიაც ადასტურებს.

კითხვები ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით მთავრობის წევრებს დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე დაუსვეს.

„გადაცემისთვის არ მიყურებია და მის დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას და ისტორიაში ადგილის მიკუთვნებას, სამი წელი კი არა, ხშირად ათეულობით წლები გასულა და ამის შემდეგ განხორციელებულა ასეთი აქტივობები,” - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამავე თემაზე
დღის ამბები