03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
რა დასკვნას გამოიტანს კვლევითი კომპანია თბილისის შემოვლითი რკინიგზის შესახებ?

თბილისის მერი დავით ნარმანია, მთავრობის წევრებთან ერთად, ქალაქში შეჩერებული შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც ერთ-ერთი დაინტერესებული უწყების ხელმძღვანელი.

მანამდე კი ნარმანია აცხადებს, რომ, წინასწარი ინფორმაციით, კვლევითი კომპანიის დასკვნა, პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით, დადებითია.

„თბილისის შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება მთავრობის დონეზე და მეც, როგორც დაინტერსებული უწყების ხელმძღვანელი, დავესწრები ამ შეხვედრას, რათა გავიაროთ ყველა ის დეტალი და ნიუანსი, რომელიც კვლევითმა კომპანიამ დააზუსტა. ვიცი, რომ საერთო სურათი პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით არის პოზიტიური,” - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები