07 მაისი 2024,   14:39
ვრცლად
დავით ოქიტაშვილი შესაძლოა ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელის პოსტის გარეშე დარჩეს

დავით ოქიტაშვილიმა, რომელიც ახალი თანამდებობის გარეშე დარჩა, შესაძლოა მოქმედიც დაკარგოს. ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხზე არჩევნებიდან მეორე დღესვე უკვე ღიად საუბრობენ. მისივე კოლეგა ხელოვანები არ მალავენ, რომ ოქიტაშივლის საქმიანობასა და საჯაროდ გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებზე სამსჯელოდ უკვე მომავალ კვირაში შეიკრიბებიან.

უფრო რადიკალურია გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე. მისთვის დავით ოქიტაშვილის გუნდში დარჩენა წარმოუდგენელია, რადგან ფიქრობს, რომ მისმა ყოფილმა კონკურენტმა ორგანიზაციის რეპუტაციას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. ირაკლი პეტრიაშვილი არ მალავს, რომ თუ ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირები ოქიტაშვილს არ გადააყენებს, მაშინ პროფესიული კავშირების გაერთიანებაში თავად ამ ორგანიზაციის დარჩენა საეჭვო იქნება.

დავით ოქიტაშვილი თვლის, რომ პეტრიაშვილი მას განსხვავებული აზრის გამო დევნის, თუმცა არ გეგმავს მის გარიცხვას დაელოდოს. ოქიტაშვილის განცხადებით, ხელოვანები უახლოეს მომავალში პროფკავშირების გაერთიანებას პროტესტის ნიშნად თავად დატოვებენ. ის დარწმუნებულია, რომ ორგანიზაციაში ბევრი თანამოაზრე ჰყავს.

დღის ამბები