17 მაისი 2024,   11:08
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები გაათავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები გათავისუფლებულები არიან. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

ტურიზმის სპეციალისტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალგორის რაიონის, სოფელ ახმაძის მიმდებარე ტერიტორიიდან გადავიდნენ. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ქართველი სამართალდამცველების გაფრთხილების მიუხედავად, მათ ადმინისტრაციული საზღვარი მაინც გადაკვეთეს და ამით კანონი დაარღვიეს.

„სპუტნიკი“ წერს, რომ ამერიკის და ბრიტანეთის მოქალაქეების სასამართლო პროცესი ახალგორის რაიონულ სასამართლოში გუშინ გაიმართა. დაკავებულები ასტანა-ასტრახანი-ბაქო-დერბენტი-თბილისის მარშრუტით მოგზაურობდნენ.

მათი გათავისუფლების პროცესში ჩართული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. 

დღის ამბები