03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
კახა კოჟორიძე ბიძინა ივანიშვილს "ფეისბუკით" პასუხობს

ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას არასამთავრობო სექტორის საქმიანობის შესახებ ბრიუსელიდან გამოეხმაურა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ყოფილი თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე, რომელიც არასამთავრობო სექტორში აღარ მუშაობს და ახლა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველია.

კახა კოჟორიძემ საპასუხო განცხადება „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

პრეზიდენტის მრჩეველი დღეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის რეალურ პერსპექტივაზე ამახვილებს ყურადღებას და სვამს კითხვას, რომ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, ნუთუ ამდენად საინტერესოა კონკრეტული პიროვნებების კვლევა.

 „მაგრამ მაქვს კითხვა: ნუთუ ზემოაღნიშნული ისტორიული შანსის ფონზე, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი პიროვნების კვლევა და ნუთუ ეს ევროპულ საზოგადოებად ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება? თუ ვინმე დამისაბუთებს, რომ ეს ნამდვილად ასეა, ვდებ პირობას, რომ დიდი პატივისცემის მიუხედავად, დავანებებ პრეზიდენტის მრჩევლობას თავს და დავიწყებ საკუთარი პიროვნების კვლევას. ჩემზე უკეთესად ამას მაინც ვერავინ გააკეთებს,” - წერს კოჟორიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები