03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
თბილისში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაძარცვეს

დღეს დილით თემქაზე, მესამე მიკრო-რაიონში "ლიბერთი ბანკის" ოფისი გაძარცვეს.

თვითმხილველების მონაყოლით, სამართალდამცველები ორ ეჭვმიტანილს ეძებენ. ისინი ბანკში იმ დროს შევიდნენ, როდესაც თანამშრომლები ახალი მისულები იყვნენ.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებული.

ჯერ უცნობია, რა რაოდენობის თანხაა წაღებული.

"ლიბერთი ბანკის" ოფისში კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები ამ წუთებშიც მუშაობენ.

 

 

 

დღის ამბები