17 მაისი 2024,   14:00
ვრცლად
არჩევნები არის ქვეყანაში თუ არა, ჩვენ მაინც ჩავალთ რუსეთში - ადა მარშანია

„ტკბილად არ იქნება არცერთი ჩასვლა იქ განხორცილებული," - ეს განცხადება "საქართველოს პატრიოტთა" ალიანსის წევრმა ადა მარშანიამ მათ მიერ მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა. ადა მარშანიას განცხადებით, შეხვედრები იქნება, როგორც სათათბიროს დეპუტატებთან, ასევე იგეგმება ფედერაციის საბჭოს წევრებთან შეხვედრაც.

„ჩვენ ჯერ ამ ეტაპზე ხელში არ გვიჭირავს, რასაც ჰქვია ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონის შესწორება, დარბილება, ლიბერალიზაცია, იმიტომ რომ ეს პროცედურაა,“ - განაცხადა მარშანიამ.

"პატრიოტების" წევრი აქვე „ქართული ოცნების“ წევრის გიორგი ვოლსკის მიერ მათ მიერ მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ვოლსკიმ "პატრიოტების" ვიზიტს ქვეყნისთვის დამაზიანებელი უწოდა. 

"ბატონმა ვოლსკიმ წმინდად ვიწრო პარტიული კუთხით და გაგებით გიპასუხათ. არჩევნები არის ქვეყანაში თუ არ არის, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ჩავალთ რუსეთში,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

დავით თარხანმოურავი მოსკოვში "პატრიოტთა ალიანსის" დელეგაციის შემადგენლობაში იქნება. პარტიის თავმჯდომარე ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა დელეგაციას უხელმძღვანელებს.

რუსეთის სათათბიროში შეხვედრას კი, იგივე შემადგენლობა - ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომაია გამართავენ.

დღის ამბები