03 მაისი 2024,   21:00
ვრცლად
უკრაინელმა მესაზღვრეებმა სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მტკიცებულებები ვერ წარუდგინეს

უკრაინელმა მესაზღვრეებმა ლვოვის ოლქის სასამართლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მტკიცებულებები ვერ წარუდგინეს. სასამართლო პროცესი გადაიდო. სასამართლოში პარასკევს მესაზღვრეებს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა მოუწევთ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის აზრით, პროცესის გადადების საკითხი, წინასწარ იყო შეთანხმებული. თავად ოპოზიციის ლიდერი აცხადებდა, რომ მას და მის მომხრეებს კანონი არ დაურღვევიათ.

პროცესის დაწყებამდე ლვოვის ოლქის, მოსტინსკის რაიონულ სასამართლოში სპეცრაზმი მიიყვანეს. შეიარაღებული სამართალდამცველები სასამართლოს ეზოსა და შენობაში განთავსდნენ. მიხეილ სააკაშვილის მომხრეები და მოწინააღმდეგეები სასამართლოსთან ტრანსპარანტებით შეიკრიბნენ.

დღესვე ლვოვის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, დავით საყვარელიძე. პოლიციამ უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე უკრაინა - პოლონეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაიბარა. მას გამოძიება საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ჯგუფური არეულობის მოწყობასა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

ამავე თემაზე
დღის ამბები