03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
ირაკლი აბესაძე მერიას სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში ბრალს სდებს

თბილისის მერიაში სასამართლოს მიერ აღდგენილ თანამშრომლებს ამ დრომდე არ ეძლევათ სამსახურში მისვლის საშუალება. ამასთან დაკავშირებით განცხადება საკრებულოს ფრაქცია «ნაციონალური მოძრაობა - თბილისის» თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძემ გააკეთა.

აბესაძის განცხადებით, აღდგენილი თანამშრომლების მერიაში მისვლას პირადად თბილისის მერი ეწინააღმდეგება.

ირაკლი აბესაძე მოუწოდებს მერიას, 27 იანვარს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პატივი სცეს და თანამშრომლები თანამდებობებზე აღადგინოს.

დღის ამბები