03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
დაბომბილი ქალაქი პაპოსნაია და საკუთარი სახლების დასაცავად დარჩენილი უკანასკნელი ადგილობრივები

ქალაქი პაპოსნაია ლუგანსკის ოლქშია, 20 ათსი მაცხოვრებლიდან იქ მხოლოდ 8 ათასი დარჩა, მოსახლეობა ცდილობს დაბომბვის შედეგად ჩამსხვრეული მინები საკუთარი ძალებით აღადგინოს და ამისთვის ყველანაირ საშუალებას მიმართავს.

ქალაქის მერი მიხაილ ონიშენკო მოსახლეობას დაბომბვის დროსაც არ ტოვებს. ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსი კრიმინალები იბრძვიან.

აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების მიუხედავად სიტუაცია მაინც კონტროლს ექვემდებარება, პრორუსი სეპარატისტების გამოსავლენად ყველა მანქანა მოწმდება, სახმედროები დაუბრკოლებლად მხოლოდ დევნილებს ატარებენ. მოსახლეობა ქალაქებს მასობრივად ტოვებს.

ოფიციალური კიევი აღმოსავლეთ უკრაინაში პოზიციების დათმობას არ აპირებს, უკრაინელი სამხედროები მოწინააღმდეგის შეტევისთვის ემზადებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები