23 დეკემბერი 2024,   19:59
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს ოფიციალურ მიღებაზე შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს შეხვდა.

კვირიკაშვილი გაერო-ს 72-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ მიღებაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დელეგაციასთან ერთად აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ამერიკაში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით ხვალ გამოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები