03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას მერიაში ატესტაციაზე გაკეთებული ფარული ჩანაწერის საფუძველზე?

საატესტაციო კონკურსის მიმდინარეობისას გადაღებული ფარული მასალა პროკურატურას გადაეცემა.

ფარული კამერა, რომელიც ბუსკივაძეს საათზე ქონდა დამონტაჟებული, მისი თქმით, საქალაქო სამსახურის უფროსმა, გეგი ნიჟარაძემ ჩამოართვა

გასაუბრების დროს მომხდარი ინციდენტის მთავარი მოქმედი პირი სასამართლოში სარჩელს ამზადებს. კახა ბუსკივაძის განცხადებით მომხდარი ინციდენტის შემდეგ მას თავისუფლება შეუზღუდეს და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ გასაუბრების დროს შენობაში სუსის თანამშრომელი იმყოფებოდა, რაც არსებული ფარული ჩანაწერითაც დასტურდება.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის ყოფნას საკრებულოს შენობაში არ ადასტურებენ შსს-ში. ის რომ შენობაში კონკურსის სუსის თანამშრომელი იმყოფებოდა, არ იციან არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნებში”, რომელიც კონკურსის მიმდინარეობას აკვირდებოდა. არასამთავრობოების ნაწილი კი დავით ნარმანიას ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გეგი ნიჟარაძის თანამდებობიდან გადაყენების ან გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით მიმართავს.

დღის ამბები