03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
100 დაღუპული და ათასობით დევნილი ადამიანი - რა ხდება უკრაინაში?

მხოლოდ ორი დღის განმავლობაში რუსულ ჭურვებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში 100-მდე ადამიანი შეეწირა. ათასობით მოქალაქე კი უსახლკაროდ დარჩა.

ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებიდან ბავშვების ევაკუაცია დაიწყო. საავადმყოფოები საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული. თუმცა, ამის მიუხედავად, კლინიკებში მხოლოდ დაჭრილ ჯარისკაცებს და დაზარალებულ მოქალაქეებს იღებენ.

იმის გამო, რომ არტიომოვკის საავადმყოფო ყველა პაციენტს ვერ იტევს, მათი ნაწილი სხვა ქალაქებში გადაჰყავთ. ამჟამად არტიომოვკის საავადმყოფოს პერსონალი მხოლოდ დაჭრილ სამხედროებსა და დაბომბვების შედეგად დაშავებულ მოქალაქეებს მკურნალობს. მედპერსონალი საოპერაციო ოთახებიდან არ გამოდის.

უკრაინელი სამხედროები ჰყვებიან, რომ სიტუაცია ფრონტის მთელ ხაზზე ძალიან მძიმეა. პრორუსი სეპარატისტების არტილერია მათ ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს.

 

დღის ამბები