03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
ლანჩხუთში ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ლანჩხუთში გამგეობის, „სკოლამდელი საგანმანათლებო სააღმზრდელო ცენტრის“ დირექტორი და მთავარი სპეციალისტი, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დათო დობორჯგინიძემ და ზურაბ ჩხაიძემ ერთ-ერთ კომპანიასთან, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ხელშეკრულება გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ და შესასყიდი საქონლის ღირებულება ხელოვნურად გაზარდეს, რის საფუძველზეც, ქრთამის სახით მიიღეს გარკვეული ოდენობის თანხა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის განცხადებით, ბრალდებულები დაპირდნენ აღნიშნულ კომპანიის წარმომადგენლებს, რომ მომავალშიც არაერთხელ გააფორმებდნენ ხელშეკრულებას.

აღნიშნული დანაშაულის გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები