03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
"მუქარების არ გვეშინია," - ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა, არ იცის, რა მიზანი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მის პერსონალურ კრიტიკას.

გიგაური "კურიერთან" ამბობს, რომ მუქარების არ ეშინია და იგივე შემართებით გააგრძელებს მუშაობას. 

"მინდა, რჩევა მივცე მას, რომ შეხედოს ჩვენს ანგარიშებს და კვლევებს და ის გააკრიტიკოს, ამას ნამდვილად კონსტრუქციულ კრიტიკად მივიღებდი. მაგრამ ის საუბრობს პიროვნებებზე, რაც არის პირდაპირი გზავნილი ყველა აქტიური ადამიანის მიმართ და ის ამბობს, რომ, თუ თქვენ იქნებით აქტიურები, მე თქვენს პირად საქმეს შევისწავლი," - აცხადებს ეკა გიგაური.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელის შეფასდებით, ასეთი პროცესები ევროპული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი არ არის და მსგავსი ზეწოლის მაგალითები მხოლოდ რუსეთშია. 

„ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ და არაფრის არ გვეშინია,“ - ამბობს ეკა გიგაური.

დღის ამბები