03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ "ივანიშვილს არასამთავრობოების შეშინება სურს"

"სამართლიანი არჩევნების" ხელძღვანელის, ნინო ლომჯარიას, შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების დაშინება სურდა. 

"ვფიქრობ, რომ ინდივიდუალურ თავდასხმას ჰქონდა თავისი მიზანი. კერძოდ, გარკვეული თვითცენზურა დავუწესოთ საკუთარ თავს, ან ცოტა შევშინდეთ. ის ჩვენ არ აღგვიქვამს კონკურენტად. პირიქით, ის საკუთარ თავს აიგივებს ხელისუფლებასთან და ამ კუთხით არ მოსწონს ჩვენი საქმიანობა. ის წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიმღებთა რიგში ყველაზე გავლენიან ფიგურას, ოღონდ არაფორმალურს," - აცხადებს ნინო ლომჯარია.

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის განცხადებებში შეუთავსებლობას ხედავს და ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი, ერთი მხრივ, ლაპარაკობს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე, მეორე მხრივ კი, "ის რეალურად დაემუქრა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ყველაზე აქტიურები არიან ხელისუფლების კრიტიკის პროცესში".  

დღის ამბები