26 აპრილი 2024,   09:57
ვრცლად
თურქეთმა სირიაში ახალი ოპერაცია დაიწყო - ამბოხებულები შეტევაზე იდლიბის პროვინციაში გადავიდნენ

თურქეთმა სირიაში ახალი ოპერაცია დაიწყო. თურქი სამხედროების მხარდაჭერით, ამბოხებულები შეტევაზე იდლიბის პროვინციაში გადავიდნენ. მანამდე ოფიციალურმა ანკარამ სირიის საზღვრის მიმართულებით დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა გაგზავნა.

ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის, განცხადებით, თურქეთის საზღვართან ტერორისტების დერეფნის შექმნას არ დაუშვებენ.

იდლიბის პროვინციამდე თურქეთის ხელისუფლება ოპერაციას ისლამური სახელმწიფოსა და ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ალეპოს რეგიონში ატარებდა.

 

 

დღის ამბები