23 დეკემბერი 2024,   19:06
ვრცლად
54% კახი კალაძე, 15% ზაალ უდუმაშვილი, 14% ალეკო ელისაშვილი - "ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლები ცნობილია

"ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლები ცნობილია. საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ორგანიზაცია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. პრეზენტაცია „ქორთიარდ მერიოტში“ იმართება. 

15:00 საათისთვის არსებული მონაცემებით პირველ ადგილზეა 54%-ით "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე, 15% "ნაციონალური მოძრაობის" დედაქალაქის მერობის კანდიდატი "ზაალ უდუმაშვილი, ხოლო 14% დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს.

15:00 საათისთვის არსებული ეგზიტპოლების მიხედვით, "ევროპული საქართველოს" დედაქალაქის მერობის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას 7% აქვს, ”დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატს, კახა კუკავას - 3%, "პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატმა, ირმა ინაშვილმა3% დააგროვა, „ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ - 2%, "ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გუგავამ - 1%.

"ედისონ რისერჩის" წარმომადგენლის თქმით, მონაცემებში ცდომილება შესაძლოა იყო 3%. ორგანიზაცია ახალ მონაცემებს, დაახლოებით, საღამოს 9-დან 10 საათამდე მიიღებს. 

"ედისონ რისერჩი" მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა. ამერიკული საერთაშორისო კომპანია "ედისონ რისერჩი," მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.

დღის ამბები