26 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
ბარაკ ობამა ნაფიც მსაჯულად მიიწვიეს

ბარაკ ობამა ნაფიც მსაჯულად მიიწვიეს. ინფორმაციას "Fox News" ავრცელებს. არხის ცნობით, შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტი ნაფიც მსაჯულად ილინოისის შტატის კუკის ოლქის მოსამართლეს მიწვევით 2017 წლის ნოემბრის განმავლობაში იმუშავებს.

მოსამართლეს განცხადებით, პრეზიდენტი ობამა შესაძლოა რამდენიმე პროცესში ჩაერთოს, მათ შორის სავარაუდოდ იქნება როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საქმეები. კუკის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ბარაკ ობამას მონაწილეობით მიმდინარე პროცესები გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე გაიმართება.

დღის ამბები