08 მაისი 2024,   21:19
ვრცლად
85 წლის ბერძენი ქალის წამებაში ბრალდებული 7 ქართველიდან 3 წარსულში ნასამართლევია

საბერძნეთის პოლიციის მიერ, 85 წლის ბერძენი ქალის წამებაში ბრალდებული 7 ქართველიდან 3 წარსულში ნასამართლევია. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულები სასჯელს ანალოგიური ტიპის დანაშაულისთვის იხდიდნენ და მათ საბერძნეთში საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვეს.

პოლიციის ინფორმაციით, დანარჩენი ოთხი ქართველი სწორედ მათ მიერ იყო მომზადებული. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს 30-ზე მეტი ქურდობა აქვს ჩადენილი.

ათენის გარეუბანში 85 წლის მოხუცი თავდამსხმელებმა საწოლზე დააბეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცხელი უთოთი გონების დაკარგვამდე აწამეს.

დღის ამბები