26 აპრილი 2024,   23:23
ვრცლად
სპეცოპერაციები საფრანგეთსა და იტალიაში - დაკავებული 26 ქართველიდან, 5 კანონიერი ქურდია

ორწლიანი სპეცოპერაცია ქართველების კრიმინალური დაჯგუფების დაკავებით დასრულდა. საფრანგეთის პოლიციამ იტალიასა და საფრნაგეთში 35 ადამიანი დააკავა, მათ შორის 26 ქართველია. მთავარი ბრალდებებია ქურდობა, გამოძალვა და კონტრაბანდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, დაკავებული ქართველებიდან 5 კანონიერი ქურდია, მათ შორისაა, ილია ხელაძე, რომელიც თბილისის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თავს ევროპას აფარებდა. ილია ხელაძემ საქართველო 2012 წელს დატოვა. ის სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებიდან, ე.წ. ქურდების ციხიდან გათავისუფლდა.

გაზეთი ფიგარო წერს, რომ გამოძიება დაკავებულებს ძირითადად სახლებისა და მაღაზიების გაქურდვაში ადანაშაულებენ. დაკავებულთა ბინების ჩხრეკისას პოლიციამ 70 ათასი ევრო ამოიღო, ანგარიშებზე კი მათ 200 ათას ევროზე მეტი დაუყადაღეს. წყაროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია წერს, რომ თანხის დიდი ნაწილი ე.წ. ქურდული "ობშიაკის" ფულია.

ორგანიზებული ჯგუფის გამოვლენასა და დაკავების ოპერაციაში ფრანგ სამართალდამცველებთან ერთად, საფრანგეთში საქართველოს კრიმინალური პოლიციის ატაშეც იყო ჩართული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები