03 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრმა დარგის განვითარების სტრატეგია დიპლომატებს გააცნო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დარგის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.

დოკუმენტში სამინისტროს საქმიანობა 2020 წლამდეა დაგეგმილი. სტრატეგიაში აქცენტი რამდენიმე მიმართულებაზე კეთდება, მათ შორისაა სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ინსტიტუციური განვითარება.

სტრატეგია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვადებულებების შესრულებას ითვალისწინებს.

სახელმწიფო სტრატეგიის არსებობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ სოფლის მეურნეობის საკითხებში ხოანე თანავიემ.

„ამ სტრატეგიის შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის გრძელვადიანი განვითარებისათვის. საჭიროა, რომ სამოქმედო გეგმა იყოს თანამიმდევრული და ის დროულად განხორციელდეს,” - განაცხადა ხოანე თანავიემ.

დღის ამბები