26 აპრილი 2024,   23:02
ვრცლად
ესპანეთში მასშტაბური სპეცოპერაციისას კანონიერი ქურდის, კახა შუშანაშვილის მეუღლე და მისი დაჯგუფების წევრები დააკავეს

ესპანეთში მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 19 მოქალაქე დააკავეს. კატალონიასა და მადრიდში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დასაკავებლად სპეცოპერაცია გამთენიისას ერთდროულად რამდენიმე ადგილას ჩატარდა. სულ 23 პირია დაკავებული. ოფიციალური ინფორმაციით დაკავებულები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის კახა შუშანაშვილის დაჯგუფების წევრები არიან.

დაკავებულთა შორის არის კრიმინალური ავტორიტეტის კახა შუშანაშვილის მეუღლეც. მას გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება. ქალბატონს, რომელიც საქმის მასალებში კატერინა ემის სახელით არის მოხსენიებული, ეგრეთ წოდებულ ”ობშიაკში” თანხა ყოველთვიურად შეჰქონდა.

დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების ის წევრიც, რომელიც რამდენიმე მილიონიან ე.წ "ქურდულ ობშიაკს" განაგებდა.

წინასწარი ინფორმაციით დანაშაულებრივი ჯგუფი ძირითადად ყაჩაღობით და ფულის გათეთრებით იყო დაკავებული. გამოძიების ცნობით დაკავებულებს გადამზიდავი კომპანია ჰქონდათ დარეგისტრირებული, რომლის საშუალებითაც მოპარულ ნივთებს რეალიზაციისთვის სხვადსხვა ქვეყნებში, მათ შორის სავარაუდოდ საქართველოშიც აგზავნიდნენ. 

სპეცოპერაცია ესპანურმა მედიამ ქართული მაფიის წინაღმდეგ ბრძოლად უკვე შეაფასა.

ამავე თემაზე
დღის ამბები