27 დეკემბერი 2024,   21:13
ვრცლად
51-ე სკოლის დაჭრილი მეორე მოსწავლეც გარდაიცვალა

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მეორე მოსწავლეც გარდაიცვალა. ამის შესახებ ცნობილი, რამდენიმე წუთის წინ გახდა. მე-11 კლასის მოსწავლე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. დაჭრილ არასრულწლოვანს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მრავლობითი ჭრილობები, რომელიც მას დანით ჰქონდა მიყენებული, სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

გუშინ კი ამავე სკოლის დაჭრილი მოსწავლე კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა

თბილისში 2 მოსწავლე დაჭრეს. შელაპარაკება ბავშვებს შორის 51-ე საჯარო სკოლასთან დაიწყო, რის გამოც სავარაუდოდ, მანდატურმა მათ შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც მათ ხორავას N4-ში გადაინაცვლეს და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები