27 დეკემბერი 2024,   21:30
ვრცლად
მოზარდებს შორის სისხლიანი დაპირისპირების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. 2001 წელს დაბადებული პირი სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს კიდევ ერთი პირის სამძებრო სამუშაოები, რომელმაც, სავარაუდოდ, 51-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე დაჭრა, რომელიც ცოტა ხნის წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის I დეკემბერს თბილისში, აკ. ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები," - აღნიშნულია შსს-iს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

 

დღის ამბები