03 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
"მაუწყებლობის შესახებ" კანონი თუ კანონი "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ?

პარლამენტის მიერ "მაუწყებლობის შესახებ" კანონში მეორე მოსმენით ცვლილებების შეტანას, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აპროტესტებენ. კანონს მოწინააღმდეგეები hყავს უმრავლესობაშიც. 

პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დღეს კიდევ ერთი მიმართვა გაიგზავნა. ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარეს არასაპარლამენტო ოპოზიცია მიმართავს,  "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დამტკიცება გადადოს.

5 პარტიის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში კონკრეტული რეკომენდაციებია გაწერილი იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც უმრავლესობამ მეორე მოსმენით მიიღო. 

თუმცა მმართველი გუნდი არც მაუწყებლების და არც ოპონენტების მოთხოვნის გათვალისწინებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

უმრავლესობის ის დეპუტატები, რომლებმაც გუშინ ხმა მისცეს ცვლილებებს, მესამე მოსმენით განხილვას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

კანონის დამტკიცების შემთხვევაში კი მაუწყებლები უკვე პრეზიდენტს მიმართავენ თხოვნით, ვეტოს უფლება გამოიყენოს.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები