20 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
პარლამენტმა სამთავრობო ცვლილებების შესახებ ძირითადი პაკეტი 86 ხმით დაამტკიცა

სამთავრობო ცვლილებების შესახებ ძირითადი პაკეტი პარლამენტმა 86 ხმით დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა არცერთ დეპუტატს არ მიუცია. გადაწყვეტილების მიხედვით, უქმდება 4 სამინისტრო და ხდება რამდენიმე უწყების გაერთიანება. ჯამში 13 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იფუნქციონირებს.

„მოსალოდნელი შედეგი, რომელიც ამ ცვლილებებს უნდა მოჰყვეს, ეფექტური, კარგი, ანგარიშვალდებულიანი მთავრობის საქმიანობის თვალსაზრისით და სახელმწიფო მართვის კარგი მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენ შევეცადეთ, რომ ყველა ეს ცვლილება კომპრომისული ვერსიით აგვესახა ამ პაკეტში და შესაბამისად, იყო სრული მხარდაჭერა განხილვის დროს. რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებას დავუჭირეთ მხარი,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

მთავრობის ახალ შემადგენლობას რიგგარეშე სხდომაზე სავარაუდოდ, ორ კვირაში დაამტკიცებენ. ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ოპტიმიზაცია სამინისტროებში 2018 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

„2018 წლის განმავლობაში ოპტიმიზაციის პროცესი გაგრძელდება. ჩვენ არ ვართ მომხრე იმ პოლიტიკის, როდესაც ერთი ხელის დაკვრით უამრავი ადამიანის ბედს წყვეტ, ქუჩაში უშვებ. ოპტიმიზაცია, ეს არის პროცესი, რომელიც სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს,“ - აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები