21 დეკემბერი 2024,   18:27
ვრცლად
პრემიერი გიორგი გაჩეჩილაძის ბრალდებებს აღარ პასუხობს

გიორგი გაჩეჩილაძის და მისი სიძის ბრალდებებთან დაკავშირებით „კურიერის“ კითხვა პრემიერმინისტრმა დღეს უპასუხოდ დატოვა. მისი თქმით, მან უკვე ისაუბრა ამ საკითხზე.

შეგახსენებთ გუშინ, გიორგი კვირიკაშვილმა უსაფუძვლო უწოდა გაჩეჩილაძეების ოჯახის ბრალდებებს და განაცხადა, რომ თუ სახელმწიფო ტენდერებში დარღვევები და კარტელური გარიგება დადასტურდა, ის მზადაა დატოვოს თანამდებობა.

"სიტროენ ჯორჯიას" დირექტორმა და გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" სიძემ სკანდალური ბრალდებების დამადასტურებელი დოკუმენტები დღეს პირადად მიიტანა მთავრობის ადმინისტრაციაში.

კომპანიის მტკიცებით, კარტელურ გარიგებას სპორტის ყოფილი მინისტრი მფარველობს და შესყიდვების სააგენტოც ფრანგული კომპანიის წარმომადგენლობას ხელოვნურად ძირავს.

დღის ამბები