21 დეკემბერი 2024,   18:30
ვრცლად
"დაწერილი სცენარი, მსახიობებმაც ვერ ითამაშეს კარგად" - სასამართლომ აფგან მუხთარლის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის განხილვა ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ დღეისთვის დაასრულა. შემდეგი სხდომა 28 დეკემბერს ჩაინიშნა, რომელიც შესაძლოა, მუხთარლის საქმეზე განაჩენის გამოტანამდე, საბოლოო პროცესიც იყოს. სასამართლომ ბრალდების მხარის სამ მოწმეს უნდა მოუსმინოს.

რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო სხდომას, მოსამართლემ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატების განცხადებით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები ოყო წინააღმდეგობრივი.

„დაზარალებულის ჩვენება იყო არაზუსტი. თავი და ბოლო ერთმანეთს არ ემთხვეოდა. როგორც ჩვენ უკვე ვთქვით, ეს იყო დაწერილი სცენარი, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან სუსტი და მსახიობებმაც ვერ ითამაშეს კარგად. მოწმეები ერთმანეთს უსმენდნენ, რადგან იქვე ღია კართან იდგნენ. ამის გამო, ჩვენ მათი აცილება მოვითხოვეთ, მაგრამ არც ეს დაკმაყოფილდა მოსამართლის მხრიდან. ძალიან ბევრი უზუსტობა იყო მათ ჩვენებში, მაგრამ მე ახლა არ შემიძლია დეტალურად ვისაუბრო ამაზე, რადგან ეს ჩვენ მომავალ პროცესებზე უნდა გამოვიყენოთ,“ - განაცხადა აფგან მუხთარლის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიმათ კარიმლიმ.

აფგან მუხთარლის ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლო პროცესზე მოწმეებს საუბრის მიმართულებას თავად მოსამართლე კარნახობდა, რაზეც დარბაზშივე გამოთქვეს პრეტენზია, თუმცა უშედეგოდ.

ამავე თემაზე
დღის ამბები