03 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
ეკა ბესელია მოშიმშილე პატიმრებს შეხვდა

სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრებს შეხვდა ეკა ბესელია.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა დაწესებულებაში და პატიმართა საჩივრებს ეცნობოდა.

ეკა ბესელიას თქმით, პრეტენზიები ძირითადად მოპყრობასა და სასჯელის შეუსაბამობას ეხება. დაკავებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ და მათი საქმის შესწავლას მოითხოვენ. დეპუტატმა მოშიმშილეებისგან აქციის შეწყვეტის პირობა მიიღო.

„ჩვენ ვიმუშავებთ ინდივიდუალურად, მათ შორის პროკურატურასთან გვექნება ასევე სამუშაო შეხვედრა, იმიტომ, რომ ითხოვენ რამდენიმე საქმეზე საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას. ვისაც ჩვენ შევხვდით, ის მოშიმშილეები შეწყვეტენ შიმშილობას,” - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები