27 დეკემბერი 2024,   20:51
ვრცლად
რუსთაველზე დაჭრილ მოზარდს 5 ჭრილობა აქვს მიყენებული, მოზარდმა 1 ლიტრი სისხლი დაკარგა

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერში დაჭრილ 15 წლის მოზარდს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

ინგოროყვას კლინიკის ექიმის, კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. მას 5 ჭრილობა აქვს მიყენებული გულ-მკერდის და წელის არეში.

ამ ეტაპზე ოპერაცია მოზარდს გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობების გამო უტარდება.

ექიმის თქმით, ჭრილობები 15 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული.

"4-5 ჭრილობა ჰქონდა გულ-მკერდის არეში და მუცლის არეში. დანით მიყენებული ჭრილობა. ყველაზე რთული ჭრილობა იყო სისხლძარღვის ჭრილობა, რომელმაც გამოიწვია პლევრის ღრუში სისხლდენა, თითქმის 1 ლიტრა სისხლი იყო ჩაღვრილი, 15 წლის ასაკია, ეს მისთვის ძალიან მძიმე სისხლდანაკარგი,"-განაცხადა ინგოროყვას კლინიკის პროფესორმა, ვახტანგ ქაცარავამ.

მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში, დაახლოებით, 40 წუთის წინ გადაიყვანა

"რუსთავი 2"-თან საუბრისას მომხდარ ფაქტს ადასტურებს შსს.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

 

დღის ამბები